1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის არაუმეტეს 15 000 ლარისა.

2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი სამუშაო დღის ვადაში;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ (საჯარო რეესტრიდან) ან მეზობლების (არანაკლებ სამი მეზობელი) ჩვენების საფუძველზე შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული აქტი, რომლითაც მეზობლები დაამოწმებენ დაზარალებული ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ფლობის ფაქტს, (საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის  არქონის შემთხვევაში);

დ) ცნობა სახანძრომ- სამაშველო სამსახურიდან;

ე) მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიშ