1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახებზე, სოციალური დახმარების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა შემდეგნარად:

ა) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ქალებზე 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;

ბ) ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ასევე ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ ოჯახზე გაიცემა საახალწლო - საშობაოდ  300 ლარი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი განაცხადის  შესაბამისად.

3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადად გადაეცემათ სასურსათო პაკეტი (კალათა) 150  ლარის ფარგლებში:

ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;

ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.

4. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება - 200  ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორები