ვეტერანის მოწმობა კატეგორიების მიხედვით გაიცემა:
ა) ომის მონაწილის მოწმობა – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა”–”დ”, „ვ”–„თ” ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე;
ბ) ომის შშმპ მოწმობა – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებულ პირებზე;
გ) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის მოწმობა – „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ე”,  „ი”,  „კ”,  „ლ”,  „მ”,  „ნ” (გარდა იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრებისა) ქვეპუნქტებით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ პირებზე;
ე) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მოწმობა – „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე;
ვ) მარჩენალდაკარგულის მოწმობა – „ომისა და სამხედრო ძალების    ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე