1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთათვის (ვეტერანთათვის):
ა)
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;
ბ)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების  ვეტერანები.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.
3.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4.
ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით  ბანკში  გახსნილ  პირად  ანგარიშზე