სოციალური დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
გ)
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება;
დ)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
ე)
ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (17 წლამდე) დახმარება;
ვ)
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება;
ზ)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
თ)
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) სოციალური დახმარება;
ი)
მარჩენალდაკარგულის და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება;
კ)
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება;
ლ)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება;
მ)
ხანძრებითა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება;
ნ)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება;
ო)
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება;
პ)
უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.12.2025
მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამის ქვეპროგრამები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
- მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
- მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევა)
- მუხლი 4. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა სადაზღვევო კომპანიები)
- მუხლი 5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
- მუხლი 6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (17-წლამდე) დახმარება
- მუხლი 7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება
- მუხლი 8. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
- მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) სოციალური დახმარება
- მუხლი 10. მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება
- მუხლი 11. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №21, 18.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016255 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4155485/muxli-1-2/