სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი
დანართი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და

მისი გაცემის წესი

ეს პროგრამა განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, აგრეთვე სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციარები) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებ