1.
სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 150000-მდე და ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით.
2.
იმ პირებზე, რომლებიც არ შედიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა, გარდა ამ წესის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა.
3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი;
დ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.12.2025
მუხლი 8. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
მთავარი მონაცემები
- თანხა 100 ლარით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 16. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარება
- მუხლი 12. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალწევრიანი ოჯახების სოციალური დაცვა
- მუხლი 16. იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება
- მუხლი 18. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების ბინის ქირითა და კომუნალური ხარჯებით უზრუნველყოფა
- მუხლი 13. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალბებით მხარდაჭერისა და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 11)
- მუხლი 10. ერთჯერადი ფინანსური დახმარება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
- მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევა)
- მუხლი 4. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა სადაზღვევო კომპანიები)
- მუხლი 5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
- მუხლი 6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (17-წლამდე) დახმარება
- მუხლი 7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება
- მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) სოციალური დახმარება
- მუხლი 10. მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება
- მუხლი 11. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება
- მუხლი 12. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და 100 წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება
- მუხლი 13. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №21, 18.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016255 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4155485/muxli-8/