1.
კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს კანონით დადგენილი წესით.
2.
ამ წესის მე-5, მე-11, მე-12, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-15  მუხლის გარდა განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.
3.
კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
4.
გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შემდეგ კატეგორიებს:
ა)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობა, რაც დასტურდება მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობით, მაგრამ ესაჭიროებათ ზღვრულ თანხაზე მეტი, განესაზღვროთ  დახმარება არაუმეტეს  1000 ლარისა;
ბ)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არიან გათვალისწინებული ამ პროგრამით, მაგრამ ესაჭიროებათ პროგრამით  განსაზღვრულ  ზღვრულ  თანხაზე  მეტი,  განესაზღვროთ  დახმარება არაუმეტეს  1000-ლარისა;
გ)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე  სოციალ-ეკონომიური მდგომარეობის გამო განმეორებით მომართეს მუნიციპალიტეტს, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 500 ლარისა;
დ)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან და უჭირთ თანხის 100%-ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა. თუ გადასახდელი თანხა მოქალაქეს ექნება 500 ლარამდე, არ ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან