1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისია იქმნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.  კომისიის წევრთაგან  მერი  ნიშნავს  კომისიის  თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს  და მდივანს.
2.
კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3.
კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე.
4.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  კომისიის სხდომას უძღვება კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე.
5.
კომისია სხდომას იწვევს და მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს   საჭიროებისამებრ.
6.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად კომისიის სხდომებში მონაწილეობას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის  თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის ერთ-ერთი წევრი