1.
ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ პირებს:
ა)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს 50 ლარის ოდენობით ყოველთვე.
ბ)
ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს 50 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;
გ)
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს არაუმეტეს 100 ლარისა ერთჯერადად.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ)
ფორმა N100;
ე)
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირის ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრირებული ბავშვის შესახებ შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილება;
დ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100) ან/და ცნობა ექიმისაგან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ან ინვალიდობის შესახებ.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
5.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:
ა)
სტაციონური (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის 1001 ლარამდე 50%-ით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით;
ბ)
1001 ლარიდან 2001 ლარამდე – 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
გ)
2001 ლარიდან ზემოთ – 30%-ი, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა.
6.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა დახმარების მიღებისათვის (სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
7.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისათვის, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გაიცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
8.
დახმარების მისაღებად უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ საბანკო ანგარიშზ