1.
ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2.
ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან.

3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4.
პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და ამბულატორიული მკურნალობისათვის (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია) 300-ლარამდე სრული ოდენობით. 300-ლარიდან ზემოთ 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500-ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური კველევებისათვის – ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 300-ლარისა;

გ) მედიკამენტოზური მკურნალობისათვის – ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 300-ლარისა