„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე პენსია ენიშნებათ:
ა) ომის ინვალიდებს (მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად);
ბ) ომის მონაწილეებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო;
გ) ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო