პენსიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 6 თვის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას, სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: სამკურნალო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში შესამოწმებლად მიმართვის დაგვიანებით გაფორმება, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი) მდგომარეობა. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა ამ პერიოდისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა
სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2025
მუხლი 18. პენსიის შეჩერება
თავი V — პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 18. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის გაცემა პროგრამული გატანით
- მუხლი 26. პენსიის მიმღების რეკვიზიტების ცვლილება
- მუხლი 32. პენსიის პროგრამული გატანა
- მუხლი 5. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების ფორმები
- მუხლი 16. საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა ერთიანი გადახდით
- მუხლი 19. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. პოლიტიკური რეპრესიის გამო მსხვერპლად აღიარებულ პირთა და გარდაცვლილის ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა
- მუხლი 13. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა პენსია
- მუხლი 14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების საპენსიო უზრუნველყოფა:
- მუხლი 15. პენსიის დასანიშნად მიმართვა
- მუხლი 16. განცხადების განხილვა და პენსიის დანიშვნა
- მუხლი 17. პენსიის გაცემა
- მუხლი 19. პენსიის შეწყვეტა
- მუხლი 20. პენსიის განახლება-ახლის დანიშვნა
- მუხლი 21. პენსიის გადაანგარიშება
- მუხლი 22. გარდამავალი დებულება
- მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 18, №46/ნ, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63028/muxli-18/