1. ნებისმიერ პენსიის მიმღებ პირს, რომელიც 2006 წლის 1 იანვრიდან არ არის გათვალისწინებული პენსიის მიმღებ კატეგორიად, უნარჩუნდება პენსიის მიღება ძველი კანონმდებლობით პენსიის მიღების უფლების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე და „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთო საფუძვლების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
2. ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში მორიგ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე. გადამოწმების შედეგად ხელახლა ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში უწყდებათ პენსიის მიღება.
3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, ფონდმა არა უგვიანეს 1 მაისისა უზრუნველყოს დანიშნული პენსიების გადაანგარიშება 2006 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად, თუ დანიშნული პენსია კანონით გათვალისწინებულ პენსიაზე ნაკლები ან ტოლია.
4. პენსიები, რომლის ოდენობაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტია,რჩება უცვლელი და მისი გაცემა გაგრძელდება საერთო წესით.
5. იმ პირებს, რომლებსაც 2006 წლის პირველ იანვრამდე ერთდროულად დანიშნული აქვთ ორი ან მეტი სახეობის პენსია, გაუგრძელდებათ მისი მიღება ერთი მთლიანი ოდენობით „სახელმწიფო პენსიის შესახებ” ან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონების რეგულირების სფეროს მიუხედავად.
6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას, „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსია ენიშნებათ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში ხელახა
ლი გადამოწმებისას ასეთი დახმარების საჭიროების დადგენიდან.
დანართი №2

სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის
წესი
თავი I
ზოგადი დებულებებ