1. შეჩერებული პენსიის განახლება ხდება პენსიონერის მიერ ფონდში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება პენსიონერის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.
2. შეწყვეტილი პენსიის განახლება ხდება შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, დანიშნული პენსიის ოდენობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი