1. იმ შემთხვევაში, თუ პენსიის მიმღების სახელის, გვარის ან/და სხვა პერსონალური მონაცემის შეცვლის ან/და იმ საბანკო ანგარიშის დახურვის გამო, რომლის რეკვიზიტებიც პენსიის მიმღების მიერ იქნა წარმოდგენილი წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, ფონდისათვის შეუძლებელია ამ ინსტრუქციის შესაბამისად დანიშნული პენსიის/საპენსიო აქტივების პენსიის მიმღებისათვის/მემკვიდრისათვის გადახდა, ფონდი აღნიშნულის შესახებ ატყობინებს პენსიის მიმღებს ან მემკვიდრეს ელექტრონული სისტემის ან ფოსტის მეშვეობით და მოსთხოვს განახლებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და ახალი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით წარმოდგენას; ფონდი განახორციელებს/განაახლებს პენსიის მიმღებისათვის/მემკვიდრისათვის პენსიის/საპენსიო აქტივების გადახდას ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტების მიღების შემდეგ.

2. პენსიის მიმღები  უფლებამოსილია შეცვალოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად ფონდისათვის წარდგენილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით ფონდისათვის წარდგენილი განცხადების საფუძველზ