1. თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ განცხადებით მოთხოვნილია გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანა, ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საპენსიო ფონდი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას გარდაცვლილი მონაწილის  საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მემკვიდრეს, მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაიტანს გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივებს.

3. ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო აქტივების გადატანის შედეგად, გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები გახდება გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის საკუთრება და მემკვიდრე უფლებამოსილი იქნება განკარგოს ასეთი აქტივები, როგორც საკუთარი საპენსიო აქტივები, კანონის, საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე უკვე არის საპენსიო ასაკის და იღებს პენსიას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, მის საპენსიო ანგარიშზე გადატანილი საპენსიო აქტივების გათვალისწინებით, მემკვიდრის პენსიის გადაანგარიშება მოხდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლით განსაზღვრული წესი