1. მონიტორინგის წესის შესაბამისად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე პენსიის/საპენსიო აქტივების შეცდომით დანიშვნის/გაცემის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია მიმართოს ერთ-ერთ ან რამდენიმე ქვემოთ მოცემულ ღონისძიებას:
ა) მოითხოვოს მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისათვის გადახდილი ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება;
ბ) მოახდინოს გაცემული თანხების გამოქვითვა შესაბამისი პენსიის მიმღებისათვის გადასახდელი თანხებიდან (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში) პენსიის მიმღების თანხმობის გარეშე, არაუმეტეს ყოველთვიური პენსიის 50%-ის გამოქვითვის გზით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობით თანხის გამოქვითვით საპენსიო ფონდი ვერ უზრუნველყოფს შეცდომით გაცემული თანხის სრულად დაბრუნებას, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია გამოქვითვა განახორციელოს ნებისმიერი ოდენობით, ყოველგვარი პროცენტული თუ თანხობრივი შეზღუდვის გარეშე;
გ) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანილი საპენსიო აქტივები, მემკვიდრის თანხმობის გარეშე, დააბრუნოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ან/და უზრუნველყოს მისი გადაცემა შესაბამისი მემკვიდრისათვის;
დ) მიმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ ღონისძიებას, რაც აუცილებელი ან/და მიზანშეწონილია შეუსაბამობის გასწორების, შეცდომით გაცემული თანხის უკან დაბრუნების ან/და საპენსიო სქემის მონაწილეების, პენსიის მიმღებების და მათ მემკვიდრეთა ინტერესების შესაბამისად, მართვისა და ადმინისტრირების მიზნით.
2. მონიტორინგის წესის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ან/და სხვა ნებისმიერი საფუძვლით, თუკი დადგინდება, რომ პენსია/საპენსიო აქტივები ნაკლებობითაა გაცემული და აღნიშნული ნაკლებობის აღმოფხვრის მიზნით, პენსიის მიმღების / გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო შენატან(ებ)ი განხორციელდება (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში), ასეთ შემთხვევაში საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი პენსიის მიმღებისათვის ან მემკვიდრისათვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად შესაბამისი ოდენობის საპენსიო აქტივების გაცემა