1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო საპენსიო აქტივების მიღება, საპენსიო ფონდის მიერ საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების დანიშვნა და გაცემა მოხდება ერთიანი გადახდით ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ იქნება გათვალისწინებული.

2. საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მონაწილის მიერ მისაღები თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. იმ  შემთხვევაში, თუ პირი, რომელმაც ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით კვლავ მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას ან/და მუდმივი ბინადრობის ნებართვას, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და  შესაბამისად მისი სახელით და მის სასარგებლოდ სავალდებულო იქნება საპენსიო შენატანის განხორციელება. საქართველოს მოქალაქეობის ან/და მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მის ყველა დამსაქმებელს.

თავი VIII

შეუსაბამობის გამოვლენა და ადმინისტრაციული წარმოების წე