1. აქციზური საქონელი იბეგრება აქციზის გადასახადით:
(a) საქონლის წარმოების, მათ შორის, სადაც აუცილებელია, ევროკავშირის ტერიტორიაზე მისი მოპოვების; და
(b) ევროკავშირის ტერიტორიაზე მისი იმპორტის ან უკანონო შეტანის დროს.
2. აქციზის გადასახადის გადახდევინება უნდა მოხდეს წევრ სახელმწიფოში მისი მოხმარებაში გაშვების დროს.
3. წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, "მოხმარებაში გაშვება" ნიშნავს ნებისმიერი შემდეგს:
(a) აქციზური საქონლის მოხსნა, მათ შორის უკანონო მოხსნა აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმიდან;
(b) აქციზური საქონლის შენახვა ან დასაწყობება, დარღვევების შემთხვევების ჩათვლით, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ფარგლებს გარეთ, სადაც აქციზის გადასახადი არ წესდება ევროკავშირის კანონმდებლობისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოქმედი დებულებების თანახმად;
(c) აქციზური საქონლის წარმოება, დამუშავების ჩათვლით და უკანონო წარმოება ან დამუშავება, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ფარგლებს გარეთ;
(d) აქციზური საქონლის იმპორტირება, თუ აქციზური საქონელი იმპორტირებისთანავე არ მოექცა აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში, ან აქციზური საქონლის უკანონო შეტანა, თუ საბაჟო დავალიანება არ დაიფარა რეგულაციის (EU) N 952/2013 124(1)-ე მუხლის (e), (f), (g) ან (k) ქვეპუნქტების შესაბამისად. თუ საბაჟო დავალიანება დაიფარა რეგულაციის (EU) N 952/2013 124(1)-ე მუხლის (e) ქვეპუნქტის შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს თავის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეუძლიათ შეიტანონ საჯარიმო პირობა იმ საბაჟო სააქციზო ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო.
4. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმიდან მოხსნის დროდ, როგორც მითითებულია მე-3(a) პუნქტში, ითვლება:
(a) რეგისტრირებული ტვირთმიმღების მიერ აქციზური საქონლის მიღების დრო, მე-16(1)(a)(ii) მუხლში მითითებულ სიტუაციებში;
(b) ტვირთმიმღების მიერ აქციზური საქონლის მიღების დრო, მე-16(1) (a)(iv) მუხლში მითითებულ სიტუაციებში;
(c) აქციზური საქონლის მიღების დრო პირდაპირი მიწოდების ადგილზე, მე-16(4) მუხლში მითითებულ სიტუაციებში.
5. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, რაც გამოწვეულია გაუთვალისწინებელი გარემოებების ან ფორსმაჟორული ვითარების გამო, ან წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქონლის განადგურებასთან დაკავშირებით გაცემული უფლების შედეგად, არ ითვლება მოხმარებაში გაშვებად.
6. წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის, საქონელი ითვლება მთლიანად განადგურებულად ან სამუდამოდ დაკარგულად როდესაც ის, როგორც აქციზური საქონელი, მიიჩნევა უსარგებლოდ.
7. ნაწილობრივი დაკარგვა, საქონლის სახეობის მიხედვით, რომელიც ხდება წევრ სახელმწიფოებს შორის აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ საქონლის გადაადგილებისას, არ ითვლება მოხმარებაში გაშვებად, თუ დაკარგული საქონლის ოდენობა არის ამ აქციზური საქონლის საერთო ნაწილობრივი დანაკარგის ზღვრულ მნიშვნელობაზე ქვემოთ, თუკი წევრ სახელმწიფოს არ აქვს გონივრული მიზეზი, ეჭვი შეიტანოს თაღლითობასა თუ დარღვევაზე. ნაწილობრივი დანაკარგის ის ნაწილი, რომელიც აღემატება ამ აქციზური საქონლის საერთო ნაწილობრივი დანაკარგის ზღვრულ მნიშვნელობას, განიხილება, როგორც მოხმარებაში გაშვება.
8. წევრ სახელმწიფოს შეუძლიათ დააწესონ საკუთარი წესები აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული იმ ნაწილობრივ დაკარგული საქონლის საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით , რომელიც არ არის გათვალისწინებული მე-7 პუნქტით.
9. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, როგორც ეს მითითებულია მე-5 პუნქტში, უნდა დასაბუთდეს იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც მოხდა საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, ან თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მოხდა საქონლის დაკარგვა, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც აღმოჩნდა საქონლის დაკარგვა.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, მე-17 მუხლის შესაბამისად წარდგენილი გარანტია წყვეტს მოქმედებას, სრულად ან ნაწილობრივ, საჭიროების მიხედვით, დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების წარდგენის საფუძველზე.
10. კომისიამ დელეგირებული აქტები უნდა დაამტკიცოს 51-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც აწესებს ამ მუხლის მე-7 პუნქტში და 45(2) -ე მუხლში მითითებულ ნაწილობრივ დაკარგული საქონლის საერთო ზღვრულ მნიშვნელობებს, მათ შორის, საქონლის სახეობის, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების, გადაადგილებისას გარემოს ტემპერატურის, გადაადგილების მანძილის ან გადაადგილების დროს დახარჯული დროის გათვალისწინებით, სადაც დაკონკრეტებულია აქციზური საქონელი, ნაწილობრივ დაკარგული საქონლის შესაბამისი საერთო ზღვრული მნიშვნელობის პროცენტი საქონლის საერთო რაოდენობასთან მიმართებით და საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო ასპექტები.
ნაწილობრივ დაკარგული საქონლის საერთო ზღვრული მნიშვნელობების არარსებობის შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ ეროვნული სამართლის ნორმების გამოყენებ