1. საფრანგეთთან, იტალიასთან, კვიპროსთან და შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოსთან გაფორმებული კონვენციებისა და ხელშეკრულებების გათვალისწინებით, მონაკოს სამთავრო, სან მარინო, აკროტირი და დეკელია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორია და მენის კუნძული, წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, არ განიხილება მესამე ქვეყნებად.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქციზური საქონლის ის გადაადგილება, რომელიც წარმოიშვა შემდეგ ქვეყნებში ან განკუთვნილია შემდეგი ქვეყნებისთვის:
(a) მონაკოს სამთავრო, განიხილებოდეს, როგორც საფრანგეთში წარმოშობილი ან საფრანგეთისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება;
(b) სან-მარინო, განიხილებოდეს, როგორც იტალიაში წარმოშობილი ან იტალიისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება;
(c) აკროტირი და დეკელია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორია, განიხილებოდეს, როგორც კვიპროსიდან წარმოშობილი ან კვიპროსისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება;
(d) მენის კუნძული, განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული სამეფოდან წარმოშობილი ან გაერთიანებული სამეფოსთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ის ზომები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქციზური საქონლის ის გადაადგილება, რომელიც წარმოიშვა იუნგჰოლცში და მიტელბერგში (პატარა ვესტფალიაში) ან განკუთვნილია მათთვის, განიხილებოდეს, როგორც გერმანიაში წარმოშობილი ან გერმანიისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება.
ზოგადი პროცედურული დებულებები
ქვეთავი 1
დასაბეგრი ოპერაცია, დაბეგვრას დაქვემდებარება, დარღვევები აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილების