1. იმ შემთხვევაში, თუ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაადგილებისას მოხდა დარღვევა, რაც იწვევს საქონლის მოხმარებაში გაშვებას მე-6(3) (a) მუხლის შესაბამისად, მოხმარებაში გაშვება უნდა განხორციელდეს იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდა დარღვევა.

2. იმ შემთხვევაში, თუ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილებისას გამოვლინდა დარღვევა, რაც იწვევს საქონლის მოხმარებაში გაშვებას მე-6(3) (a) მუხლის შესაბამისად და თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მოხდა დარღვევა, ასეთი დარღვევის ადგილად ითვლება იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორია, სადაც და როდესაც მოხდა დარღვევის აღმოჩენა.

3. 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებულ სიტუაციებში, იმ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა, სადაც საქონელი გაეშვა მოხმარებაში ან ითვლება მოხმარებაში გაშვებულად, ამის შესახებ უნდა აცნობონ გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილებული აქციზური საქონელი თავისი დანიშნულების ადგილზე არ მივიდა და ამ გადაადგილების დროს არ გამოვლინდა რაიმე დარღვევა, რომელიც იწვევს საქონლის მოხმარებაში გაშვებას მე-6(3) (a) მუხლის შესაბამისად, ჩაითვლება, რომ დარღვევა მოხდა გაგზავნის წევრ სახელმწიფოში იმ დროს, როდესაც დაიწყო საქონლის გადაადგილება, თუკი მე-19(1) მუხლის შესაბამისად გადაადგილების დაწყებიდან ოთხი თვის განმავლობაში გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად არ იქნება წარდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ საქონლის გადაადგილება დასრულებულია მე-19(2) მუხლის შესაბამისად, ან მტიკებულება იმ ადგილისა, სადაც დარღვევას ჰქონდა ადგილი.

იმ შემთხვევაში, თუ იმ პირს, რომელმაც გასცა გადახდის გარანტია მე-17 მუხლის შესაბამისად, არ ან ვერ აცნობეს იმის შესახებ, რომ საქონელი არ მისულა თავისი დანიშნულების ადგილზე, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამ ინფორმაციის გადაცემის თარიღიდან უნდა დაწესდეს ერთთვიანი ვადა, რათა ამ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საქონლის გადაადგილების დასრულების მტკიცებულება მე-19(2) მუხლის შესაბამისად, ან იმ ადგილის მტკიცებულება, სადაც დარღვევას ჰქონდა ადგილი.

5. მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებულ სიტუაციებში, თუ გადაადგილების დაწყების თარიღიდან სამი წლის ვადის გასვლამდე, მე-19(1) მუხლის შესაბამისად, დადგინდება, თუ რომელ წევრ სახელმწიფოში მოხდა ფაქტიური დარღვევა, გამოიყენება 1-ლი პუნქტი.

იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა, სადაც დარღვევა მოხდა, უნდა აცნობონ იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, სადაც მოხდა აქციზის გადასახადის დაწესება, რომლებმაც უნდა მოახდინონ ანაზღაურება და გადასახადის გადახდისგან გათავისუფლება მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება მეორე წევრ სახელმწიფოში აქციზის გადასახადის დაწესების მტკიცებულება.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის, „დარღვევა“ ნიშნავს სიტუაციას, რომელსაც ადგილი აქვს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილებისას, გარდა მე-6 (5) (6) მუხლში მითითებული სიტუაციისა, რის გამოც აქციზური საქონლის გადაადგილება ან გადაადგილების რომელიმე ნაწილი არ დასრულებულა მე-19(2) მუხლის შესაბამისად.

ქვეთავი 2

კომპენსირება და რემის