1. აქციზურ საქონელს, რომელიც გადაადგილდება ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით და ექვემდებარება მე-11(1) მუხლში მითითებულ გათავისუფლებას, თან უნდა ახლდეს გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა. გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობაში უნდა მიეთითოს მისაწოდებელი აქციზური საქონლის ტიპი და რაოდენობა, საქონლის ღირებულება, გადასახადისგან გათავისუფლებული ტვირთმიმღების ვინაობა და ის მასპინძელი წევრი სახელმწიფო, რომელიც გასცემს გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობას.

2. წევრ სახელმწიფოებს, 1-ელ პუნქტში მითითებული გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა შეუძლიათ გამოიყენონ არაპირდაპირი დაბეგვრის სხვა მიმართულებებისთვისაც და იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა შეესაბამებოდეს იმ პირობებსა და შეზღუდვებს, რომლებიც მათ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში გამოიყენება გადასახადისგან გათავისუფლების მისანიჭებლად.

3. კომისიამ უნდა მიიღოს ის განმახორციელებელი აქტები, რომლებითაც დგინდება გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობის ფორმა. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 52(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

4. მე-20-27 მუხლებით დადგენილი პროცედურა არ ვრცელდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით ისეთი აქციზური საქონლის გადაადგილებაზე, რომელიც განკუთვნილია მე-11(1)(d) მუხლში მითითებული შეიარაღებული ძალებისთვის, თუ მათზე ვრცელდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულებით პირდაპირ განსაზღვრული პროცედურა.

თუმცა, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დაადგინონ, რომ მე-20-27 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურა გამოყენებული იქნეს იმ გადაადგილებების მიმართ, რომლებიც ხდება მათი ტერიტორიის შიგნით, ან, შესაბამის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე, მათ ტერიტორიებს შორი