1. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა, მათ მიერ დადგენილი პირობებით, უნდა მოითხოვონ, რომ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებისთვის დამახასიათებელი რისკები დაზღვეულ იქნეს გაგზავნის სახელმწიფოს საწყობის ავტორიზებული მმართველის ან რეგისტრირებული ტვირთგამგზავნის მიერ უზრუნველყოფილი გარანტიით.

2. გარანტია არ მოითხოვება ენერგო პროდუქტების ფიქსირებული მილსადენით გადაადგილებებისთვის, გარდა სათანადოდ დასაბუთებული გარემოებებისა.

3. 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილი პირობებით, შეუძლიათ დაუშვან 1-ელ პუნქტში მითითებული გარანტიის უზრუნველყოფა გადამზიდის ან გადამტანის, აქციზური საქონლის მფლობელის, ტვირთმიმღების ან ერთობლივად ორი ან მეტი პირის და 1-ელ პუნქტში მითითებული პირების მიერ.

4. გარანტია ძალაშია მთელს ევროკავშირში.

5. გაგზავნის წევრ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის ქვემოთ მოცემული გადაადგილების შესახებ გარანტიის უზრუნველყოფის ვალდებულებაზე:

(a) გადაადგილებები, რომლებსაც მთლიანად ადგილი ჰქონდა მის ტერიტორიაზე;

(b) დანარჩენი წევრი სახელმწიფოების თანხმობით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ენერგო პროდუქტების ზღვით გადაადგილებები.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ დეტალური წესები, რომლებიც ვრცელდება გარანტიის უზრუნველყოფასა და მის მოქმედებაზ