1. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, აქციზის გადასახადის გადახდისგან გაათავისუფლონ უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების მიერ მიწოდებული ის აქციზური საქონელი, რომელთა გადატანა ხდება მგზავრების პირადი ბარგით მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყანაში, საჰაერო ხომალდით ან ზღვით მგზავრობისას.

2. საქონელი, რომელიც მიეწოდება საჰაერო ხომალდზე ან გემზე მესამე ქვეყნის ტერიტორიისკენ ან მესამე ქვეყნისკენ საჰაერო ხომალდით ან ზღვით მგზავრობისას განიხილება, როგორც უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების მიერ მიწოდებული საქონელი.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ის ზომები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახადისგან გათავისუფლება განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადასახადისთვის ნებისმიერი შესაძლო თავის არიდება, მისი თავიდან აცილება ან დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენება.

4. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის, გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(a) „უბაჟო ვაჭრობის მაღაზია“ ნიშნავს ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც მდებარეობს იმ აეროპორტში ან პორტში, რომელიც აკმაყოფილებს წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილ, ხოლო კერძოდ, მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ პირობებს;

(b) „მესამე ქვეყნის ტერიტორიისკენ ან მესამე ქვეყნისკენ მიმავალი მგზავრი“ ნიშნავს ნებისმიერ მგზავრს, რომელსაც აქვს სატრანსპორტო დოკუმენტი საჰაერო ან საზღვაო მგზავრობისთვის, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი არის მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყანაში მდებარე აეროპორტი ან პორტი.

თავი III

წარმოება, დამუშავება, შენახვა და დასაწყობე