კომისიის ანგარიშში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შიდა ბაზრის ჯეროვანი ფუნქციონირება, აქციზის გადასახადის რეალური ღირებულება და ხელშეკრულების ფართო მიზნები.
2. პირველ პუნქტში მითითებული ანგარიში კერძოდ უნდა ეფუძნებოდეს წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას.
3. კომისიამ, საბჭოს დირექტივის 2008/118/EC[5] 43-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა განსაზღვროს ანგარიშისთვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების ნუსხა, გარდა ინდივიდუალურ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან დაკავშირებული მონაცემებისა. წევრი სახელმწიფოებისთვის მზა სახით ხელმისაწვდომი მონაცემების გარდა, ნუსხაში მხოლოდ უნდა შევიდეს ის მონაცემები, რომელთა შეგროვება და ერთად თავმოყრა წევრ სახელმწიფოებს არ შეუქმნის არათანაზომიერ ადმინისტრაციულ ტვირთს.
4. კომისიამ არ უნდა გამოაქვეყნოს ან სხვა ფორმით არ უნდა გაამჟღავნოს მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოიწვევს კომერციული, სამრეწველო ან პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნება