თუმცა, პირველმა აბზაცმა ხელი არ უნდა შეუშალოს ფასების დონეების კონტროლთან ან დაწესებული ფასების დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული საკანონმდებლო სისტემების განხორციელებას იმ პირობით, თუ ისინი შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.

2. აქციზის გადასახადით დაბეგვრის ხელშესაწყობად, წევრ სახელმწიფოებს, წარმოებული თამბაქოს თითოეული ჯგუფისთვის, შეუძლიათ დააწესონ საცალო სარეალიზაციო ფასების შკალა იმ პირობით, რომ თითოეულ შკალას გააჩნდეს საკმარისი გავრცელების სფერო და ნაირსახეობა, რათა რეალურად შეესაბამებოდეს ევროკავშირში წარმოშობილი პროდუქტების ნაირსახეობას.

ყოველი შკალა უნდა ვრცელდებოდეს ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც განეკუთვნება წარმოებული თამბაქოს იმ ჯგუფს, რომელსაც ეს შკალა ეხება, პროდუქტების ხარისხის, პრეზენტაციის, წარმოშობისა თუ გამოყენებული მასალის, საწარმოების მახასიათებლების, ან სხვა ნებისმიერი კრიტერიუმის მიხედვით განსხვავების გარეშ