2. იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფო ზრდის სიგარეტებზე დღგ-ს განაკვეთს, მას შეუძლია საერთო აქციზის გადასახადის შემცირება იმ ოდენობამდე, რომელიც, საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასით გამოსახული, ტოლია დღგ-ს განაკვეთის ზრდისა, რომელიც აგრეთვე გამოსახულია საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის პროცენტული მაჩვენებლით, თუნდაც ამ რეგულირებას ჰქონდეს საერთო აქციზის გადასახადის საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის პროცენტული მაჩვენებლის სახით გამოსახულ იმ დონეებზე ქვევით დაწევის ეფექტი, რომლებიც განსაზღვრულია მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასა და შესაბამისად მე-2 აბზაცის პირველ წინადადებაში.

თუმცა, წევრმა სახელმწიფომ ეს გადასახადი კიდევ უნდა გაზარდოს, რათა მიღწეულ იქნეს, სულ მცირე, ეს დონეები იმ წლის მომდევნო მეორე წლის 1 იანვრისთვის, რომელშიც განხორციელდა შემცირებ