თამბაქო, რომელიც დაიჭრა ან სხვაგვარად დაქუცმაცდა, დაიხვა ან დაიპრესა ბლოკებად და რომელიც შეიძლება მოწეულ იქნეს შემდგომი სამრეწველო დამუშავების გარეშე;

თამბაქოს ნარჩენები, რომლებიც გამოტანილია საცალო რეალიზაციისთვის, რომელიც არ ექცევა მუხლების 3 და 4(1) ფარგლებში და რომლის მოწევაც შესაძლებელია. ამ მუხლის მიზნებისთვის, თამბაქოს ნარჩენი მიიჩნევა თამბაქოს ფოთლების ნარჩენებად და სუბპროდუქტებად, რომლებიც მიიღება თამბაქოს დამუშავების, ან თამბაქოს პროდუქტების წარმოების შედეგად.

2. მოსაწევი თამბაქო, რომელშიც თამბაქოს ნაწილაკების წონის 25%-ზე მეტს გააჩნია 1,5 მმ-ზე ნაკლები განივკვეთი, მიიჩნევა სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილ დაკუწულ თამბაქოდ.

წევრ სახელმწიფოებს აგრეთვე შეუძლიათ მიიჩნიონ სიგარეტების დახვევისთვის განკუთვნილ დაკუწულ თამბაქოდ ის მოსაწევი თამბაქო, რომელშიც თამბაქოს ნაწილაკების წონის 25%-ზე მეტს გააჩნია 1,5 მმ ან მეტი განივკვეთი და რომელიც გაიყიდა ან გამიზნული იყო სარეალიზაციოდ სიგარეტების დახვევისთვი