თუმცა, იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ყოველ 1000 ცალ სიგარეტს სულ მცირე 101 ევროს აქციზის გადასახადით ბეგრავენ საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის საფუძველზე, არ სჭირდებათ დააკმაყოფილონ პირველ აბზაცში განსაზღვრული მოთხოვნა 57%-თან დაკავშირებით.
2. 2014 წლის 1 იანვრიდან, სიგარეტებზე საერთო აქციზის გადასახადი უნდა წარმოადგენდეს მოხმარებისთვის გაშვებული სიგარეტების საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 60%-ს. ეს აქციზის გადასახადი ყოველ 1000 ცალ სიგარეტზე არ უნდა იყოს 90 ევროზე ნაკლები, საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის მიუხედავად.
თუმცა, იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ყოველ 1000 ცალ სიგარეტს სულ მცირე 115 ევროს აქციზის გადასახადით ბეგრავენ საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის საფუძველზე, არ სჭირდებათ დააკმაყოფილონ პირველ აბზაცში განსაზღვრული მოთხოვნა 60%-თან დაკავშირებით.
ბულგარეთს, ესტონეთს, საბერძნეთს, ლატვიას, ლიტვას, უნგრეთს, პოლონეთსა და რუმინეთს უნდა მიეცეთ გარდამავალი პერიოდი 2017 წლის 31 დეკემბრამდე, პირველ და მეორე აბზაცებში განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
3. წევრმა სახელმწიფოებმა თანდათან უნდა გაზარდონ აქციზის გადასახადები მე-2 პუნქტში მითითებული იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც შეეხება მასში განსაზღვრულ ვადებ