თამბაქოს გრაგნილები ბუნებრივი თამბაქოს გარეგანი შეფუთვით;

აღდგენილი თამბაქოს გრაგნილები კუპაჟის დაქუცმაცებული შემავსებლით და ჩვეულებრივი ფერის სიგარის გარე შეფუთვით მთლიან პროდუქტზე, მათ შორის, სადაც საჭიროა, ფილტრი, მაგრამ არა მუნდშტუკი, მუნდშტუკიანი სიგარების შემთხვევაში, როცა კუთრი წონა, ფილტრის ან მუნდშტუკის გამოკლებით, არ არის 2,3 გრ-ზე ნაკლები და არ აღემატება 10 გრ-ს და რომლის გარშემოწერილობა სიგრძის სულ მცირე ერთ მესამედზე, არ არის 34 მმ-ზე ნაკლები.

2. პირველი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, გერმანიას და უნგრეთს, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უფლება აქვთ, განაგრძონ შემდეგი აბზაცის გამოყენება.

ქვემოთ ჩამოთვლილი მიჩნეულ უნდა იქნეს სიგარებად ან სიგარილოებად, თუ მათი ამ სახით მოწევა შესაძლებელია:

მთლიანად ბუნებრივი თამბაქოსგან დამზადებული თამბაქოს გრაგნილები;

თამბაქოს გრაგნილები ბუნებრივი თამბაქოს გარე შეფუთვით;

თამბაქოს გრაგნილები კუპაჟის დაქუცმაცებული შემავსებლით და ჩვეულებრივი ფერის სიგარის გარე შეფუთვით, რომელიც მთლიანად ფარავს პროდუქტს, მათ შორის, სადაც საჭიროა, ფილტრი, მაგრამ არა მუნდშტუკი ან შესახვევი, მუნდშტუკიანი სიგარების შემთხვევაში, რომლებიც ეკუთვნის აღდგენილ თამბაქოს, როცა კუთრი წონა, ფილტრის ან მუნდშტუკის გამოკლებით, არ არის 1,2 გრ-ზე ნაკლები და იმ შემთხვევაში, როცა შეფუთვა ჩასმულია სპირალურ ფორმაში, რომლის სულ მცირე 30 გრადუსიანი მახვილი კუთხე სიგარის გრძივი ღერძისკენ არის მიმართული;

აღდგენილი თამბაქოს გრაგნილები კუპაჟის დაქუცმაცებული შემავსებლით და ჩვეულებრივი ფერის სიგარის გარე შეფუთვით, რომელიც მთლიანად ფარავს პროდუქტს, მათ შორის, სადაც ეს შესაფერისია, ფილტრი, მაგრამ არა მუნდშტუკი, მუნდშტუკიანი სიგარების შემთხვევაში, როცა კუთრი წონა, ფილტრის ან მუნდშტუკის გარეშე, არ არის 2,3 გრ-ზე ნაკლები, ხოლო მისი გარშემოწერილობა სიგრძის სულ მცირე ერთ მესამედზე არ არის 34 მმ-ზე ნაკლები.

3. ის პროდუქტები, რომლებიც ნაწილობრივ შედგებიან თამბაქოს გარდა სხვა ნივთიერებებისგან, მაგრამ რომლებიც, სხვა მხრივ, აკმაყოფილებენ პირველ პუნქტში განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მიჩნეულ უნდა იქნენ სიგარებად და სიგარილოება