თამბაქოს გრაგნილები, რომელთა მოწევაც პირდაპირ ასეთი სახით შეიძლება და რომლებიც არ წარმოადგენენ სიგარებს ან სიგარილოებს მე-4(1) მუხლის მნიშვნელობით;
თამბაქოს გრაგნილები, რომლებიც მარტივი, სამრეწველო დამუშავების გარეშე, იდება სიგარეტის ქაღალდის მილებში;
თამბაქოს გრაგნილები, რომლებიც მარტივი, სამრეწველო დამუშავების გარეშე, იფუთება სიგარეტის ქაღალდით.
2. პირველ პუნქტში მითითებული თამბაქოს გრაგნილი, აქციზის გადასახადის მიზნებისთვის, მიჩნეულ უნდა იქნეს ორ სიგარეტად იმ შემთხვევაში, როცა, ფილტრის ან მუნდშტუკის გამოკლებით, ის 8 სმ-ზე გრძელია, მაგრამ არ აღემატება 11 სმ-ს; სამ სიგარეტად იმ შემთხვევაში, როცა, ფილტრის ან მუნდშტუკის გამოკლებით, ის 11 სმ-ზე გრძელია, მაგრამ არ აღემატება 14 სმ-ს, და ა.