სიგარეტები;
სიგარები და სიგარილოები;
მოსაწევი თამბაქო:
დაკუწული თამბაქო სიგარეტების დასახვევად;
სხვა მოსაწევი თამბაქო.
2. ის პროდუქტები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შედგებიან თამბაქოს გარდა სხვა ნივთიერებებისგან, მაგრამ რომლებიც, სხვა მხრივ, აკმაყოფილებენ მე-3 ან მე-5(1) მუხლში განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მიჩნეულ უნდა იქნენ სიგარეტებად და მოსაწევ თამბაქოდ.
პირველი აბზაცის მიუხედავად, ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ თამბაქოს და რომლებიც გამოიყენება ექსკლუზიურად სამედიცინო მიზნებისთვის, არ უნდა იქნენ მიჩნეულნი წარმოებულ თამბაქოდ.
3. ევროკავშირის არსებული დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში და მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემულმა განმარტებებმა არ უნდა შეზღუდონ დაბეგვრის იმ სისტემისა თუ დონის შერჩევა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ამ მუხლებში მითითებული პროდუქტების განსხვავებული ჯგუფების მიმარ