დაბეგვრას დაქვემდებარების პირობები და გამოსაყენებელი აქციზის გადასახადის განაკვეთი არის განაკვეთი, რომელიც მოქმედია იმ თარიღისთვის, როდესაც გადასახადი ხდება გადასახდელი იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც ხდება საქონლის მოხმარებაში გაშვება.
აქციზის გადასახადის დაწესება და აკრება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურება ან გადასახადისგან გათავისუფლება ხდება თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. წევრმა სახელმწიფოებმა ადგილობრივი და სხვა წევრი სახელმწიფოების საქონლის მიმართ უნდა გამოიყენონ მსგავსი პროცედურები.
პირველი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, როდესაც აქციზის გადასახადის განაკვეთი იცვლება, მოხმარებაში უკვე გაშვებული სააქციზო საქონლის მარაგი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაექვემდებაროს აქციზის გადასახადის გაზრდას ან შემცირება