1. წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU მოქმედებს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

2. წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU არ მოქმედებს იმ ქვემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე, რომლებიც შედიან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის შემადგენლობაში:

(a) კანარის კუნძულები;

(b) საფრანგეთის ტერიტორიები, რომლებიც მითითებულია ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 349-ე და 355(1)-ე მუხლებში;

(c) ალანდის კუნძულები;

(d) ნორმანდიის კუნძულები.

3. წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU არ მოქმედებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შედის TFEU-ის 355(3)-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში და არც სხვა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ შედიან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის შემადგენლობაში:

(a) კუნძული ჰელგოლანდი;

(b) ბიუზინგენის ტერიტორია;

(c) სეუტა;

(d) მელილია;

(e) ლივინიო.

4. ესპანეთს უფლება აქვს, დეკლარაციის საშუალებით გასცეს შეტყობინება, რომ წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU გამოიყენება კანარის კუნძულებზე იმ პირობით, თუ მის მიმართ გამოყენებული იქნება მის უკიდურეს სიშორეზე ადაპტირებული ზომები, 1-ელ მუხლში მითითებულ ყველა ან რამდენიმე აქციზურ საქონელთან მიმართებით, ამ დეკლარაციის განთავსებიდან მეორე თვის პირველი დღიდან.

5. საფრანგეთს უფლება აქვს, დეკლარაციის საშუალებით გასცეს შეტყობინება, რომ წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU გამოიყენება მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ ტერიტორიებზე იმ პირობით, თუ მათ მიმართ გამოყენებული იქნება მათ უკიდურეს სიშორეზე ადაპტირებული ზომები, 1-ელ მუხლში მითითებულ ყველა ან რამდენიმე აქციზურ საქონელთან მიმართებით, ამ დეკლარაციის განთავსებიდან მეორე თვის პირველი დღიდან.

6. წინამდებარე დირექტივის დებულებები ხელს არ უშლის საბერძნეთს, შეინარჩუნოს ათონის მთისთვის მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც გარანტირებულია საბერძნეთის კონსტიტუციის 105-ე მუხლი