1. აქციზის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელი პირია:

(a) აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმიდან აქციზური საქონლის მოხსნასთან მიმართებით, როგორც ეს მითითებულია მე-6(3) (a) მუხლში:

(i) საწყობის ავტორიზებული მმართველი, რეგისტრირებული ტვირთმიმღები ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ხსნის აქციზურ საქონელს ან რომლის სახელითაც ხდება აქციზური საქონლის მოხსნა აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმიდან, ხოლო აქციზური საქონლის საწყობიდან უკანონო გასვლის შემთხვევაში, ამ გასვლაში ჩართული ნებისმიერი სხვა პირი;

(ii) აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილებისას აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, როგორც ეს განსაზღვრულია მე-9 (1), (2) (4) მუხლში: საწყობის ავტორიზებული მმართველი, რეგისტრირებული ტვირთგამგზავნი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელმაც გასცა გადახდის გარანტია მე-17 (1) (3) მუხლის შესაბამისად და ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობდა უკანონო გასვლაში და რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა უკანონო გასვლის შესახებ;

(b) აქციზური საქონლის შენახვასთან ან დასაწყობებასთან დაკავშირებით, როგორც ეს მითითებულია მე-6(3) (b) მუხლში: პირი, რომელიც ინახავს ან ასაწყობებს აქციზურ საქონელს, ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მონაწილეობს აქციზური საქონლის შენახვაში ან დასაწყობებაში, ან ამ პირების ნებისმიერი გაერთიანება სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპის შესაბამისად;

(c) აქციზური საქონლის წარმოებასთან, მათ შორის დამუშავებასთან დაკავშირებით, როგორც ეს მითითებულია მე-6(3) (c) მუხლში: აქციზური საქონლის მწარმოებელი პირი, ხოლო უკანონო წარმოების შემთხვევაში, მის წარმოებაში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი;

(d) აქციზური საქონლის იმპორტირებასთან ან უკანონო შეტანასთან დაკავშირებით, როგორც ეს მითითებულია მე-6(3) d) მუხლში: დეკლარანტი, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის (EU) N 952/2013 მე-5 (15) მუხლში. („დეკლარანტი“) ან ნებისმიერი სხვა პირი, როგორც ეს მითითებულია ამავე რეგულაციის 77(3)-ე მუხლში, ხოლო უკანონო შეტანის შემთხვევაში, ამ უკანონო შეტანაში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე აქციზის გადახდაზე პასუხისმგებელია რამდენიმე პირი, ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს ასეთ ვალზ