1. წინამდებარე დირექტივა ადგენს აქციზის გადასახადის საერთო ღონისძიებებს, რომლითაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იბეგრება შემდეგი საქონლის („აქციზური საქონლის“) მოხმარება:
(a) ენერგო პროდუქტები და ელექტროენერგია, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივაში 2003/96/EC;
(b) ალკოჰოლი და ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივებში 92/83/EEC და 92/84/EEC;
(c) წარმოებული თამბაქო, რომელიც გათვალისწინებულია დირექტივაში 2011/64/EU.
2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ აქციზურ საქონელზე დააწესონ სხვა არაპირდაპირი გადასახადები კონკრეტული მიზნებისთვის, იმ პირობით, თუ ეს გადასახადები შეესაბამება ევროკავშირის იმ საგადასახადო წესებს, რომლებიც გამოიყენება აქციზის გადასახადის ან დამატებული ღირებულების გადასახადის მიმართ, რამდენადაც ეს ეხება დაბეგვრის საფუძვლის დადგენას, გადასახადის გაანგარიშებას, შესაბამისი გადასახადის დაწესებას და გადახდის მონიტორინგს, თუმცა არ მოიცავენ დებულებებს გადასახადებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
3. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ გადასახადებით დაბეგრონ შემდეგი საქონელი:
(a) პროდუქტები გარდა აქციზური საქონლისა;
(b) მომსახურების მიწოდება, მათ შორის აქციზურ საქონელთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება, თუ ამ მომსახურებაზე არ არის დაწესებული ბრუნვის გადასახადი.
თუმცა, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისას, ასეთი გადასახადებით დაბეგვრამ არ შეიძლება წარმოშვას საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებული ფორმალობებ