1. აქციზური საქონელი თავისუფლდება აქციზის გადასახადის გადახდისგან იმ შემთხვევაში, თუ ის განკუთვნილია შემდეგი გამოყენებისთვის:

(a) დიპლომატიური ან საკონსულო ურთიერთობების კონტექსტში;

(b) იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ასეთად აღიარებულია მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების და ამ ორგანიზაციების წევრების მიერ, იმ საერთაშორისო კონვენციებით დადგენილ ფარგლებში და პირობებით, რომელთა საფუძველზეც იქმნება ეს ორგანიზაციები, ან შტაბებს შორის შეთანხმებების საფუძველზე;

(c) ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ, გარდა იმ წევრი სახელმწიფოსი, რომელშიც აქციზის გადასახადი ექვემდებარება გადახდას, ამ ძალების, მათი თანმხლები სამოქალაქო საშტატო პერსონალის მიერ გამოსაყენებლად, ან მათი ბუფეტების ან სასადილო ოთახების მომარაგებისთვის, როდესაც ეს ძალები მონაწილეობენ ისეთ სამხედრო-ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელიც სრულდება ევროკავშირის საქმიანობის მიზნების განსახორციელებლად უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში;

(d) ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ, გარდა იმ წევრი სახელმწიფოსი, რომელშიც აქციზის გადასახადი ექვემდებარება გადახდას, ამ ძალების, მათი თანმხლები სამოქალაქო საშტატო პერსონალის მიერ გამოსაყენებლად, ან მათი ბუფეტების ან სასადილო ოთახების მომარაგებისთვის;

(e) კვიპროსში დისლოცირებული გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მიერ, კვიპროსის რესპუბლიკის შექმნის შესახებ 1960 წლის 16 აგვისტოს ხელშეკრულების შესაბამისად, ამ ძალების, მათი თანმხლები სამოქალაქო საშტატო პერსონალის მიერ გამოსაყენებლად ან მათი ბუფეტების ან სასადილო ოთახების მომარაგებისთვის;

(f) მოხმარებისთვის მესამე ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იმ პირობით, თუ ასეთი შეთანხმება დაშვებულია ან ამ შეთანხმებით ნებადართულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება.

2. გადასახადისგან გათავისუფლება ექვემდებარება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილ პირობებსა და შეზღუდვებს. წევრი სახელმწიფოების მიერ გადასახადებისგან გათავისუფლება შესაძლებელია განხორციელდეს აქციზის გადასახადის დაბრუნების ხარჯზ