1. საწყობის ავტორიზებული მმართველის მიერ აქციზური საქონლის საწყობის გახსნა და მისი ამუშავება ექვემდებარება იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ავტორიზაციას, სადაც მდებარეობს აღნიშნული აქციზური საქონლის საწყობი.
ასეთი ავტორიზაცია ექვემდებარება იმ პირობებს, რომელთა დადგენის უფლებამოსილებაც აქვთ უფლებამოსილ ორგანოებს გადასახადების ნებისმიერი შესაძლო თავის არიდების ან დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნებისთვის.
2. საწყობის ავტორიზებულ მმართველს მოეთხოვება შემდეგი:
(a) აუცილებლობის შემთხვევაში, გარანტიის უზრუნველყოფა აქციზური საქონლის წარმოებასთან, დამუშავებასთან, შენახვასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული რისკისგან დასაცავად;
(b) იმ წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს აქციზური საქონლის საწყობი;
(c) აქციზური საქონლის თითოეული საწყობისთვის აქციზური საქონლის მარაგისა და გადაადგილებების შესახებ ანგარიშის წარმოება;
(d) გადაადგილების დასასრულს, მისი აქციზური საქონლის საწყობში და მის ანგარიშებში ყველა იმ აქციზური საქონლის შეტანა, რომელიც გადაადგილდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენება მე-16(4) მუხლი.
(e) თანხმობა ყველა მონიტორინგსა და მარაგის შემოწმებაზე.
პირველი ქვეპარაგრაფის (a) ქვეპუნქტში მითითებული გარანტიის პირობები დგინდება იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომელშიც განხორციელდა აქციზური საქონლის საწყობის ავტორიზაცია.
აქციზური საქონლის გადაადგილდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით
ქვეთავი 1
ზოგადი დებულებე