1. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილება იწყება:

(a) მე-16(1) (a) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც აქციზური საქონელი ტოვებს გაგზავნის ტერიტორიის აქციზური საქონლის საწყობს;

(b) მე-16(1) (b) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას, რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად.

2. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილება მთავრდება:

(a) მე-16(1) (a)(i), (ii) (iv) მუხლში და მე-16(1) (b) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც ტვირთმიმღები მიიღებს აქციზურ საქონელს;

(b) მე-16(1) (a)(iii) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც საქონელი დატოვებს ევროკავშირის ტერიტორიას;

(c) მე-16(1) (a)(v) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც საქონელი ექცევა გარე ტრანზიტის პროცედურაში.

ქვეთავი 2

აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილებების დროს შესასრულებელი პროცედუ