1. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით ენერგო პროდუქტების საზღვაო ან შიდასაწყლოსნო ტრანსპორტით გადაადგილებისას იმ ტვირთმიმღების მისამართით, რომელიც არ არის დაზუსტებული იმ დროისთვის, როდესაც ტვირთგამგზავნმა წარადგინა მე-20(2) მუხლში მითითებულ წინასწარი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ უფლება მისცენ ტვირთგამგზავნს, აღნიშნულ დოკუმენტში არ შეიტანოს ტვირთმიმღების შესახებ მონაცემები.
2. როგორც კი ტვირთმიმღებთან დაკავშირებული მონაცემები ცნობილი გახდება, მაგრამ ყველაზე გვიან, გადაადგილების დასრულებისას, ტვირთგამგზავნი, 20(7)-ე მუხლში მითითებული პროცედურის გამოყენებით, ამ მონაცემებს უგზავნის გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.
3. ეს მუხლი არ გამოიყენება იმ გადაადგილებების მიმართ, რომლებიც მითითებულია მე-16(1) (a)(iii) (v) მუხლშ