1. მე-20(1) მუხლიდან გამონაკლისის სახით, გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის შემთხვევაში ტვირთგამგზავნს შეუძლია დაიწყოს აქციზური საქონლის გადაადგილება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით იმ პირობით, თუ:
(a) საქონელს ახლავს სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იგივე მონაცემებს, რომლებსაც მე-20(2) მუხლში მითითებული წინასწარი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი;
(b) ტვირთმიმღები აცნობებს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს გადაადგილების დაწყებამდე.
გადაადგილების დაწყებამდე, გაგზავნის წევრმა სახელმწიფომ ტვირთგამგზავნს ასევე შეიძლება მოსთხოვოს 1-ლი ქვეპარაგრაფის (a) ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტის ასლი, ამ ასლში შესული მონაცემების გაგზავნის წევრი სახელმწიფოს მიერ ვერიფიკაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტვირთგამგზავნი პასუხისმგებელია კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობაზე, შესაბამისი ინფორმაცია არარსებობის მიზეზების შესახებ.
2. კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე, ტვირთგამგზავნმა უნდა წარადგინოს წინასწარი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი მე-20(2) მუხლის შესაბამისად.
მე-20(3) მუხლის შესაბამისად წინასწარ ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტში არსებული მონაცემების გადამოწმებისთანავე თუ აღმოჩნდა, რომ მონაცემები სწორია, ამ დოკუმენტმა უნდა ჩაანაცვლოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი. მე-20(4) მუხლი, 21(1)-ე მუხლი და 24-ე და 25-ე მუხლები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.
3. 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი უნდა შეინახოს ტვირთგამგზავნმა თავის ჩანაწერებში.
4. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემა არ ფუნქციონირებს, ტვირთგამგზავნს შეუძლია შეცვალოს საქონლის დანიშნულების ადგილი, როგორც ეს მითითებულია მე-20(7) მუხლში, ან გაყოს ენერგო პროდუქტების გადაადგილება, როგორც ეს მითითებულია 23-ე მუხლში და ეს ინფორმაცია მიაწოდოს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით. ამ მიზნით, ტვირთგამგზავნმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობოს დანიშნულების ადგილის შეცვლამდე ან გადაადგილების გაყოფის დაწყებამდე. მე-2 და მე-3 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემა არ ფუნქციონირებს მე-16(1) (a)(iii) (v) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, ტვირთგამგზავნმა დეკლარანტს უნდა მიაწოდოს 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დეკლარანტმა ექსპორტის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მიაწოდოს ამ სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლის შინაარსი შეესაბამება ექსპორტის დეკლარაციაში დეკლარირებულ აქციზურ საქონელს, ან სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის უნიკალური იდენტიფიკატორ