1. აქციზური საქონლის მე-16(1) (a)(i), (ii) (iv) პუნქტებში, ან მე-16(4) მუხლებში მითითებულ რომელიმე დანიშნულების ადგილზე მიღებისას, ტვირთმიმღები, დაუყოვნებლივ და გადაადგილების დასრულებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სათანადოდ არის დასაბუთებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მისაღები ფორმით), დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, წარუდგენს აქციზური საქონლის მიღების აქტს.
2. დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები განსაზღვრავენ მე-11 (1) მუხლში მითითებული ტვირთმიმღებების მიერ მიღების აქტის წარდგენის პროცედურებს.
3. დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ახდენენ მიღების აქტში მოცემული მონაცემების ელექტრონულ ვერიფიკაციას.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები არ არის სწორი, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის შესახებ ტვირთმიმღებს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები სწორია, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ტვირთმიმღებს უგზავნიან მიღების აქტის რეგისტრაციის დასტურს, რომელიც ეგზავნება წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.
4. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ტვირთგამგზავნს უგზავნიან მიღების აქტს. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის და დანიშნულების ადგილები მდებარეობს ერთსა და იმავე წევრ სახელმწიფოში, ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები მიღების აქტს პირდაპირ უგზავნის ტვირთგამგზავნ