1. თუ მე-16(1) (a)(i), (II) (iv), მე- 16(1) (b) და მე-16(4) მუხლებში მითითებულ შემთხვევებში, 24(1)-ე მუხლით გათვალისწინებული მიღების აქტში ვერ იქნება წარდგენილი აქციზური საქონლის გადაადგილების დასრულების მომენტში, ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დანიშნულების წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის გამო, ან იმის გამო, რომ 26(1)-ე მუხლში მითითებულ სიტუაციაში, 26(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები ჯერ არ განხორციელებულა, ტვირთმიმღებმა დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევებისა, უნდა წარუდგინოს სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იგივე მონაცემებს, რასაც შეიცავს მიღების აქტი და რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაადგილება დასრულებულია.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტვირთმიმღებს შეუძლია მიღების აქტის დაუყოვნებლივ გაგზავნა კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით, როგორც ეს გათვალისწინებულია 24(1)-ე მუხლით, ან სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევების გარდა, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნონ პირველ ქვეპარაგრაფში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებმაც ის უნდა მიაწოდონ ტვირთგამგზავნს ან შეინახონ ტვირთგამგზავნისთვის. დანიშნულების წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე ან როცა განხორციელდება 26(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები, ტვირთმიმღებმა მიღების აქტი უნდა წარადგინოს 24(1)-ე მუხლის შესაბამისად. 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.
2. როდესაც, მე-16(1) (a)(iii) (v) მუხლში მითითებულ შემთხვევაში, 25-ე მუხლის (1) და (2) პუნქტებით გათვალისწინებული ექსპორტის აქტი ან შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქონელს აღარ გაიტანენ ევროკავშირის ტერიტორიიდან, რაც გათვალისწინებულია 21(5)-ე მუხლით, ვერ შედგება აქციზური საქონლის გადაადგილების დასრულებისას ექსპორტის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის გამო, ან იმის გამო, რომ 26(1)-ე მუხლში მითითებულ სიტუაციაში, 26(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები ჯერ არ განხორციელებულა, ექსპორტის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნონ დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იგივე მონაცემებს, რომელსაც შეიცავს ექსპორტის აქტი ან შეტყობინება და რომელიც ადასტურებს, რომ გადაადგილება დასრულებულია ან რომ საქონელს არ გაიტანენ ევროკავშირის ტერიტორიიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექსპორტის აქტი ან შეტყობინება შეიძლება შედგეს დაუყონებლივ, კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით, ან სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში.
გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა პირველ ქვეპარაგრაფში მითითებული დოკუმენტის ასლი უნდა მიაწოდონ ტვირთგამგზავნს ან შეინახონ ტვირთმიმღებისთვის.
ექსპორტის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე ან 26(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურების განხორციელებისთანავე, ექსპორტის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ექსპორტის აქტი უნდა გააგზავნონ 25(1)(2)-ე მუხლის შესაბამისად, ან შეტყობინება 21(5)-ე მუხლის შესაბამისად. 25(3)-ე მუხლი გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინები