1. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ამავე წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებით დაუშვან, რომ ტვირთგამგზავნმა აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილება გაყოს ორ ან მეტ გადაადგილებად იმ პირობით, თუ შესრულდება შემდეგი პირობები:
(a) აქციზური საქონლის საერთო რაოდენობა არ შეიცვლება;
(b) გაყოფა განხორციელდება იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც დაიშვება ეს პროცედურა;
(c) ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოებისთვის ცნობილი გახდება იმ ადგილის შესახებ, სადაც ხორციელდება გაყოფა.
2. წევრი სახელმწიფოები კომისიას აცნობებენ, უშვებენ თუ არა ისინი გადაადგილებების გაყოფას მათ ტერიტორიაზე და რა პირობებით ხორციელდება ეს პროცედურა. კომისია ამ ინფორმაციას გადასცემს დანარჩენ წევრ სახელმწიფოებ