1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის საქმეების გაერთიანება და გაყოფა.

2. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მიმდინარეობს მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის საქმეების გაერთიანება დასაშვებია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით - ბრძანებით, სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაში მიეთითება ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცი