1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა სრულდება, თუ  მოპოვებულია საკმარისი, საიმედო და შესაფერისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების ან უარყოფისათვის ან/და მიღწეულია მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ან არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) მიზანი. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულების დროდ მიიჩნევა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერის დღე.

2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურის თანამშრომელი უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დასრულების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირისთვის წარდგენას.

3. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სამსახურის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტი მზადდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 13 (ცამეტი) კალენდარული დღისა, იმგვარად რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლითა და ამ წესის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ვადების დაცვა.

4. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში სამსახურის თანამშრომლის მიერ არ არის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სამსახურის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტი მზადდება ამ წესის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის