1. მონაცემთა დაბლოკვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა სუბიექტის განცხადების წარდგენიდან ან დაბლოკვის მიზეზის წარმოშობიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
2. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გადაწყვეტილება ამ წესის 38-ე მუხლით დადგენილი წესით ეგზავნება მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს.
3. მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე დაბლოკვის საკითხის განხილვის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ასლი, ამ წესის 38-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და მისი აღსრულება განხორციელდება ამ წესის 42-ე მუხლის შესაბამისად. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში, გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი