მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორი წერილობით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მონაცემთა დამმუშავებლისთვის ან/და უფლებამოსილი პირისთვის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ქმედების განხორციელების დავალების ან/და რეკომენდაციის მიცემის თაობაზე;

ბ) სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ვერგამოვლენის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის თაობაზე;

დ) შემდგომი რეაგირებისათვის მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგების შესაბამისი საზედამხედველო/მაკონტროლებელი ორგანოსათვის შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ასლის გადაგზავნის თაობაზე;

ე) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზ