1. ლიკვიდატორი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო ანგარიში და საკუთარი ქმედებების შესახებ ანგარიში საინვესტიციო ფონდის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებიდან ან/და ყველა აქტივის გასხვისებიდან 1 თვის ვადაში.
2. საზედამხედველო ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის მიღების შემდეგ გამოსცემს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
3. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საზედამხედველო ორგანო საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.
საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირება და ზედამხედველო